აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია.
უსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ქარცივაძის დასამტკიცებლად აუცილებელი 11 დეპუტატის ხმა იყო.
“ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ. ფარულ კენჭისყრაში მონაწილე 11 დეპუტატიდან კი ერთი აღმოჩნდა წინააღმდეგი, რის გამოც უსკო-ს თავმჯდომარე ამჯერადაც ვერ აირჩიეს.
უსკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე დავით ქარცივაძის კანდიდატურას უმაღლესი საბჭო კიდევ ორჯერ უყრის კენჭს.
დღეს ასევე ვერ აირჩიეს უსკო-ს წევრობის კანდიდატი მამუკა ჯაში. კენჭისყრაში მონაწილე 11 დეპუტატიდან მასაც ერთმა არ დაუჭირა მხარი.
უმაღლესი საბჭო უსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გასულ თვეებში დავით კვაჭაძის კანდიდატურის დამტკიცებას ცდილობდა, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები