უჩა ძოძუაშვილს “დელტას“ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების იმედი აქვს

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს და დადგინდება ჭეშმარიტება – ამის შესახებ “დელტასს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა.
როგორც ძოძუაშვილმა აღნიშნა, „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
“მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს და დადგინდება ჭეშმარიტება“, – აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.
თავდცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ არაფერი არ გამოვლინდა, უჩა ძოძუაშვილი სამსახურში დაბრუნდება. თავდაცვის მინისტრმა „დელტაში“ მოკვლევის დასრულებამდე კონკრეტული ინფორმაციის გამჟღვანებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ იცის რა მოხდა, თუმცა უმჯობესია, საზოგადოება მოკლვევის შედეგებს დაელოდოს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები