ნუკრი ქანთარია „დელტას“ ხელმძღვანელის გათავისუფლებას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „დელტას“ ხელმძღვანელის გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კახეთში, მაისის თვე სეტყვიანი პერიოდია, რის გამოც, თავდაცვის სამინისტროს ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა და „დელტას“ მიერ შექმნილი დანადგარები ჭურვების გარეშე არ დაეტოვებინა.
როგორც ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები შეეცდებიან, მაქსიმალურად გამოიყენენონ მათი შესაძლებლობები იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ. ქანთარია მიიჩნევს, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე პირნათლად უნდა წარდგეს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.
„მე არ ვიცი, როგორ არის იქ საქმე და თუ რატომ მოხდა ასე, ამას გამოძიება სჭირდება. მართალია, ეს დანადგარები 100%-იან გარანტიას ვერ იძლევა, მაგრამ თუ მათ დროულად გამოიყენებენ, 60-70%-იანი შედეგის მომტანები არიან. რა არის ეს – გაუგებრობა, არაპროფესიონალიზმი თუ რაიმე სხვა, ეს უნდა გაირკვეს, თუმცა ახლა წინასაარჩევნო პროცესია და ჭრელი სიტუაციაა გარშემო. ტონობით გრიმს წაისვამენ პარტიები, ჭრელა-ჭრულა სამოსს ჩაიცვამენ, რომ როგორმე მოიზიდონ ამომრჩეველი. სხვათა შორის, თანავუგრძნობ ამომრჩეველს, როგორ გაუძლებს ის ამ 4-თვიან რეჟიმს. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ყოველგვარი გრიმის გარეშე უნდა გავიდეს და თქვას, რაც არის და როგორც არის“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები