ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ „კაბელების საქმეზე“, ირაკლი ალასანიას გარდა, ყოფილი პრემიერიც უნდა დაკითხულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი, ნუკრი ქანთარია კაბელების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ საქმის პოლიტიზებას ცდილობენ. ქანთარიას განმარტებით, „კაბელების საქმე“ საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის, მით უმეტეს – წინასაარჩევნოდ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით მასაც ჰქონდა გარკვეული შეკითხვები, კერძოდ კი, ის მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარდა, ყოფილი პრემიერიც უნდა დაკითხულიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერი ძალიან ახლობელია და დიდ პატივს ვცემ, როდესაც ასეთი რამ ხდება, მაშინ ყველა უნდა დაკითხულიყო და საბოლოოდ ნათელი სურათიც უნდა დამდგარიყო. თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ ყველაფერი ნათელია და მაშინ, უფრო უკეთესად უნდა გააგებინონ საზოგადოებას. ის, რომ თითქოს მძევალია და პოლიტიკური ანგარიშწორებაა, ვფიქრობ, ეს გამორიცხულია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც რომელიმე ჯგუფი შედეგზე უნდა გავიდეს, და ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლების საზიანოდ ხდება“,-განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები