„2016 წლის ბოლოს საქართველოს რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება“

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ეზუგბაიას განცხადებით, 2016 წლის ბოლოს საქართველოს, რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება და ეს საპროგნოზოდ 3,6-3,7- ს მიუახლოვდება, უფრო მაღალ მაჩვენებელს, ვიდრე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წარმოადგინა. ეზუგბაია განმარტავს, რომ ამის საფუძველს წინასწარ პროგნოზირებულ პერიოდზე უფრო მალე და უფრო სწრაფი ტემპით მზარდი მაჩვენებლები იძლევა – ლარის ყოველდღიური გამყარება, ტურისტების ნაკადის ზრდის რეკორდულობა და პირდაპირი უცხოური ინვეტიციების ზრდა, რომელიც, წინასწარი დათვლებით, 2016 წელს მილიარდ ხუთას მილიონს გაუტოლდება. მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,8%-ული პუნქტით გააუმჯობესა.
,,ბანკის უახლესი პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით გაიზრდება, ნავარაუდევი 2,6%-იანი ზრდის ნაცვლად. EBRD-ის პროგნოზს საფუძვლად უდევს მოლოდინი ტურისტული სეზონისა და ინვესტორების ნდობის გაზრდის შედეგად’’, -განაცხადა ეზუგბაიამ.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველო რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აჩვენებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით.
,,საშუალოდ 3,6 %, იგივე მაჩვენებელი ჰქონდა მხოლოდ თურქეთს. რეგიონის ქვეყნებში იგულისხმება ის ჩვენი ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი). ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ასახვას ჰპოვებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც ამ ქვეყნებში ვალუტის დევალვაციამ პირდაპირპროპორციულად იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე“, -აცხადებს ეზუგბაია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2017 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის 3,9%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 2016 მაჩვენებელზე მაღალია და ის საპროგნოზოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები