თინა ხიდაშელი „დელტაში“ მოკვლევის დასრულებამდე ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებს

„ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, მინისტრი „დელტაში“ მოკვლევის დასრულებამდე კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, „დელტას“ სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა არ მიუღია.
“ჩვენ გამოვაქვეყნეთ თანხის გადარიცხვის ფურცელი. ეს საჯარო და ხელმისაწვდომია. 17 თებერვალს მათ ჩაერიცხათ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება”,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები