დავით უსუფაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე კითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული

„ე.წ. კაბელების საქმეზე კითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა. გამოძიება თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ კითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
უსუფაშვილის აზრით, საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ წინ არის და თემა არ დასრულებულა.
“ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ კითხვები უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხებია მიღებული. ეს არ არის კარგი მოვლენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც – საკითხი ჯერ დახურული არ არის და წელიწად-ნახევარი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 14 მაისს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები