თინა ხიდაშელი: ე.წ. კაბელების საქმეზე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე პოზიცია არ შეუცვლია. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მისი შეფასება ხმაურის საგანი გახდება.
„ამ თემაზე შეფასებას არ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ახლა ვიტყვი, იქნება ხმაურის საგანი, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და სწორადაც იქნება. ჩემი პოზიცია იცით და მე პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები