მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმშია დასაშვები. ამის მიზეზი კი გზის სავალი ნაწილის დაზიანება გახდა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.