რადიაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში‘‘ რადიაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო და სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვერდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა, რომლის მიზანია რადიაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
შეხვედრას სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტები ესწრებოდნენ.
“ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ შეხვედრაზე დასწრება და საქართველოსათვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცეცესში, რომელიც რადიაქტიური ნარჩენების მართვას ითვალისწინებს, დახმარების გაწევა”, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ.
შეხვედრა დადებითად შეაფასა შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს წამყვანმა სპეციალისტმა ბიორნდ ვენსტრემიმ.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ მოკლე პერიოდში, რომელიც ჩვენი წინა შეხვედრიდან დღემდე გავიდა, უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს და იმედია, ეს ორდღიანი შეხვედრა სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო ქმედებებს მოიტანს რადიაციული ნარჩენების მართვის მიზნით, ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში“,-აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები