უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ მისი თანამდებობიდან გადაყენებას არ ადასტურებს. როგორც უჩა ძოძუაშვილმა 2030-ს განუცხადა, „დელტაში“ მსგავსი შინაარსის ბრძანება ამ დრომდე არ შესულა.
ბოლო დროს ძოძუაშვილსა და ხიდაშელს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. გავრცელებული ცნობით კი, დელტას დირექტორის გადაყენება კახეთში მოსულ სეტყვას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დელტამ სეტყვის საწინააღდეგო რაკეტები არ გაისროლა. თავად უჩა ძოძუაშვილი 2030-თან საუბრისას აცხადებს, რომ დელტამ ყველაფერი გააკეთა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი თანამდებობოდან გადაყენება ხომ არ უკავშირდება ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს მასსა და თავდაცვის მინისტრს შორის არსებულ უთანხმოებაზე, უჩა ძოძუაშვილმა უპასუხა, რომ ის თინა ხიდაშელს არ ეჩხუბება. ფაქტთან დაკავშირებით, ასევე თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დელტაში საქმის შესასწავლად გენერალური ინსპექციაა შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები