„დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გაათავისუფლა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან ძოძუაშვილის გათავისუფლება ბოლო დროს, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლა დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები