„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ყრილობას 28 მაისს გამართავს

პოლიტიკური მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პირველ ყრილობას 28 მაისს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, ყრილობაზე მოხდება იმ სახეების წარდგენა, რომელთა ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამასთან, მოხდება იმ პირების დასახელება, ვინც ამ პარტიაში უკვე მოიაზრება, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ საჯაროდ არ დასახელებულა. ამის გარდა, ყრილობაზე დასახელდება რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
რაც ეხება საარჩევნო სიას, რომლითაც პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მისი პრეზენტაცია ყრილობაზე არ იგეგმება.
”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები