თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.
მიღების ფარგლებში ჩატარდა გამოფენა სახელწოდებით: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. ასევე გამოიფინა თურქეთის რესპუბლიკის დუზჯეს უნივერსიტეტში ჩატარებულ კონკურსში – „ქართული კალიგრაფია” გამარჯვებული სტუდენტების ნამუშევრები.
მიღებაზე თურქეთის ინეგოლის ეთნიკური ქართველების „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების” ბავშვთა ცეკვის ანსამბლმა შეასრულა ქართული ეროვნული ცეკვები, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასევე ნაჩვენები იყო საქართველოს კულტურისა და ფოლკლორის შესახებ თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის “TRT” ფილმების სერიის – „კავკასიის ქარი” – საფუძველზე გაკეთებული ვოდეოკოლაჟი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ თურქეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები, თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას თურქეთის მთავრობის სახელით სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მუსტაფა ელითაშმა, რომელმაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები