უვადო პატიმრობამისჯილთა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა

გლდანის მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე ათეულმა უვადო პატიმრობამისჯილმა შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც “კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, მათი რაოდენობა 42-ს შეადგენს. მსჯავრდებულები 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებულ ”ამნისტიის შესახებ” კანონში არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ. გლდანის მე-8 დაწესებულებაში სულ 58 უვადო პატიმრობამისჯილი პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები