საქართველოს პრეზიდენტი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტისას გელათის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.
„ეს არის წმინდანი, რომლის წინაშეც მუხლი უნდა მოიდრიკოს ყველა ამქვეყნიური ძალის მქონე ადამიანმა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დავით აღმაშენებლის საფლავზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვიზიტები არის შესანიშნავი შესაძლებლობა საზოგადოებასთან და ხალხთან ურთიერთობისათვის.
„მომეცა შესაძლებლობა, დამეთვალიერებინა ის, რაც გაკეთდა ახალი და საინტერესო იმერეთის მხარეში. დღეს მოვინახულეთ ასევე წყალტუბო და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ვნახე. უცნაურია ის, რომ ამ მშვენიერი რესურსით ქართველებზე მეტად უცხოელები სარგებლობენ “, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები