ირაკლი ალასანია: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, დიპლომატები დაინტერესდნენ, ე.წ. კაბელების საქმის შემდეგ შეიცვლება თუ არა.
როგორც ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საელჩოების წარმომადგენლებს მისმა პარტიამ ე. წ. კაბელების საქმის დეტალები გააცნო.
მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი პირველივე დღიდან დაინტერესებული იყო ამ საქმით და რიგ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლები სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდნენ.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს. მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური და აინტერესებდათ, როგორ აპირებს პარტია ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები, როგორ ვაპირებთ მშვიდობიანი, დიდი, ძლიერი საპროტესტო აქციის ჩატარებას“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, დიპლომატების შეკითხვაზე, ხომ არ შეიცვლება საგარეო პოლიტიკისადმი პარტიის მხარდაჭერა, მან პასუხი გასცა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში სრულ ინტეგრაციას და ვიზალიბერალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები