ლეიტენანტი მორგან როპერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, ამერიკის სანაპირო დაცვის ერთობლივი ოპერაციების მართვის სპეციალისტი, ლეიტენანტი მორგან როპერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური დისკუსიები, სადაც განიხილეს ერთობლივი მართვის ცენტრში შემავალი უწყებების როლი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, ელექტრონული მონაცემთა ბაზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობას, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს საზღვაო სივრცეში, რეალურ დროში ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ერთიანი სისტემის შექმნა და ზღვაზე სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენის და მათზე რეაგირების, უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები