„ჩვენ – ქართველებმა შევძელით, რომ მართლმადიდებლობა და წარმართობა ჰარმონიულ თანაარსებობაში მოგვეყვანა“

ჩვენ – ქართველებმა შევძელით, რომ მართლმადიდებლობა და წარმართობა ჰარმონიულ თანაარსებობაში მოგვეყვანა, – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს საგარეო კურსზე და დასავლურ ორიენტირზე საუბრისას გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღირებულებების და მსოფლმხედველობების ერთობა.
„დასავლური კურსი არ გახლავთ მხოლოდ გეოგრაფიული ორიენტირი ან სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს არის მსოფლმხედველობების და ღირებულებების ერთიანობის ორიენტირი. დიახ, ჩვენ გვაქვს განსხვავებები რამდენიმე საკითხში, მაგრამ გვაქვს თანხვედრა საკითხთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჩვენ ამ თანხვედრისკენ ამ განსხვავებების შენარჩუნებით მივდივართ. გაერთიანებული ევროპის ლოზუნგია გაერთიანებული მრავალფეროვნება და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერ იმას ვეთანხმებით, რაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში და დასავლურ საზგადოებაში აღიარებულია. არც ისინი ეთანხმებიან ყველაფერ იმას, რაც ქართულ საზოგადოებაშია აღიარებული. ის, რაც ქართველებს გვაქვს, ეკლესია სალოცავებთან მიმართებაში. ჩვენ ქართველებმა შევძელით, რომ მართლმადიდებლობა და წარმართობა ისეთ ჰარმონიულ თანაარსებობაში მოგვეყვანა, რომ ეკლესია არ ყოფილიყო ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისვე განმარტებით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შესუსტდა მედასავლეთეების არგუმენტები. ქუცნაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დასავლეთის წვლილი საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ განვთარებაში განსაკუთრებით დიდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები