მთავრობამ სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.
”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები