ირაკლი ალასანია: ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ადამიანების ბედით შეწუხებულია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ყველა პოლიტიკურ ძალას და ორგანიზაციას, რომლებმაც ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, მადლობას უხდის.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ძალას და ორგანიზაციას, რომლებმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს, 5 უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმის ფაქტის მიმართ და მათი ოჯახების მიმართ. ძალიან მიხარია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ერთის გარდა, ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა. რაც შეიძლება პრეზიდენტისადმი მიმართვას შეწყალებაზე, ჩვენი პარტია ასეთ მიმართვას არ გეგმავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ხედვა და მათ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ. ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ადამიანების ბედით შეწუხებულია და ის საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით ”ეროვნულმა ფორუმმა“ მიმართა.
როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ქუთაისში განუცხადა, პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები