“მშვიდობის ხიდს საგარანტიო ვადა გაუვიდა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”

„მშვიდობის ხიდს საგარანტიო დრო ვადა გაუვიდა“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, ხიდს ვადა მხოლოდ 12 თვე ჰქონდა.
დეპუტატის განმარტებით, მშვიდობის ხიდის საყრდენები მოშლილია და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
“ხიდს აგებიდან მხოლოდ 12 თვე ჰქონდა საგარანტიო დრო. ის საყრდენებშია დაშლილი. ამ ეტაპზე საკითხს შევისწავლი და ანგარიშს ამ კვირაში გამოვაქვეყნებ”, – განაცხადა მანჯავიძემ “პირველ პრესკლუბში”.
ცნობისთვის: თბილისში, მდინარე მტკვარზე, მშვიდობის ხიდი 2009-2010 წლებში აიგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები