გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს „ეროვნული ფორუმის“ მიმართვის კომენტირებისას ქუთაისში განუცხადა, პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
”პროცესი მიმდინარეობს და მე მასზე არ ვაკეთებ განცხადებას, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე. არადა კონკრეტულად ამ საქმეზე არაერთი ზედმეტი კომენტარი მოვისმინე პოლიტიკოსებისგან. ზედმეტად ჩახედულები იყვნენ ისინი სასამართლოს საქმეში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებულ პროცესს ყურადღებით აკვირდება.
„ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკურმა საბჭომ მიმართა პრეზიდენტს, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული კონსტუტუციური უფლება და შეიწყალოს ე.წ. „კაბელების საქმეში“ მსჯავრდებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები