საქართველოს ყატარის პრინცესა ეწვევა

21 მაისს საქართველოს ყატარის პრინცესა შეიხა ატან ეწვევა. პრინცესა საქართველოში კარატეს ეროვნული ფედერაციის მოწვევით ჩამოდის. ის ბათუმში დაგეგმილ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება. საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი ბათუმში 19 მაისს გაიხსნება და 22 მაისს დასრულდება. პრინცესა შეიხა ატან 33 წლის არის, არის მშვიდობის ელჩი, ქველმოქმედი, ის არის საერთაშორისო საქვემოქმედო ფონდის “სატუკის”, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში სპორტის განვითარებას. ყატარის პრინცესა 21 მაისს, 13 საათზე, სასტუმრო “ჰილტონში” მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები