„ეროვნული ფორუმი“ პრეზიდენტს მოუწოდებს ე.წ “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულები შეიწყალოს

„ეროვნული ფორუმი“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები.
„ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით შესაძლებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული წინასაარჩევნოდ ვითრების გამწვავება.
„16 მაისს, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი ჩვენი, იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, მსაჯვრდებულთა უდანაშაულობაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას. ამავე დროს, დაინეტერსებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც ყოველთვის რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალსწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, – განაცხადა კახა შარტავამ.
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „კაბელების საქმეზე“ მსაჯვრდებულებს, ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, „ეროვნული ფორუმის“ მოწოდებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები