ზაქარია ქუცნაშვილი „ეტალონის“ “საზმაუზე” დაბრუნებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების მიმართვას ასაჯაროებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართვა გაავრცელა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს და სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეს გრიგოლ გოგელიას, მაუწყებლის ბადეში პროექტ „ეტალონის“ დაბრუნების თხოვნას ეხებოდა.
ქუცნაშვილის განცხადებით, მიმართვა ჯერ კიდევ შარშან დაიწერა და მას 70-ზე მეტი პარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა ახლა, ეს რაოდენობა გაცილებით მეტი იყო და მას საქართველოს პარლამენტის თითქმის ყველა ფრაქცია და პოლიტიკური სუბიექტი აწერდა ხელს. მათ შორის იყვნენ: პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
აღსნიშნავია, რომ, ქუცნაშვილის განმარტებით, აღნიშნულ მოთხოვნას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პედაგოგებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და, საერთო ჯამში, 30 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლეს.
„გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა და 150 -ზე მეტი შეხვედრა გამართა. ეტალონის გადაცემებში საქართველოს 4 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დღეს წარმატებულად საქმიანობს. მედიაპროექტის ეტალინის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია.
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ ძალაში შესული ცვლილებების გამო, გადაცემა ვეღარ გადის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე.
მითითებული კანონის თანახმად კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა – ახალი ამბების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის. „ეტალონი“ ერთდროულად აკმაყოფილებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ 2015-2016 წლებში,ოთხივე პროგრამული პრიორიტეტებიდან ორი პროგრამის მოთხოვნას. ის არის, როგორც საგანამანათლებლო, შემეცნებითი, ასევე საბავშვო გადაცემაც. ჩვენი აზრით, კანონის დარღვევების გარეშეც არსებობს გამოსავალი, რომელიც სწრაფად გადაწყვეტს შექმნილ ვითარებას“,- ნათქვამია ქუცნაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები