თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორსართულიანი მატარებლები 17 ივლისიდან იმოძრავებენ

ორსართულიანი ევროპული სტანდარტის მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვლენ.
როგორც ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ.
”ზაფხულისთვის ჩვენს მგზავრებს სიურპრიზი მოვუმზადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას. მათ ჩვენ უფლება მოგვცეს, რომ შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი, კომპანია ”შთადლერის” მატარებელი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ითვლება. მატარებლების შემოსვლას ჩვენ 17 ივლისს ველოდებით. ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ზაფხულშივე დადგება მიმართულებაზე: თბილისი-ბათუმი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები