გიორგი ქადაგიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო ვგულშემატკივრობ

ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და სტუდენტებთან მეტი მუშაობა, – აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პოლიტიკაში მის წასვლასთან დაკავშირებულ კითხვებთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულს აფასებს და აცხადებს, რომ მათ პროფესიონალიზმის გამო გულშემატკივრობს.
„თუ ექიმი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილსა და მცოდნეს. თუ მასწავლებელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილსა და მცოდნეს. თუ თანამშრომელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილსა და მცოდნეს და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?! ვუყურებ ”ნაციონალური მოძრაობის” “ათეულის” პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ, პირველ რიგში, მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ქადაგიძე ასევე საკუთარ გეგმებზე წერს.
”რადგან არის კითხვები, აქვე ვიტყვი, რომ ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან მეტი მუშაობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის”, – წერს გიორგი ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები