დავით ნარმანია: დღევანდელი შეხვედრით დავასრულე ის შოუ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დგამდნენ

„დღევანდელი შეხვედრით დავასრულე ის შოუ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დგამდნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ წამოიწყო, სამომავლოდ გაგრძელდება. დედაქალაქის მერმა, ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.
”დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უნდა განვახორციელოთ თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტები, რომლებიც სარეკრეაციო ზონების ათვისებას და გზის მშენებლობას ეხება. ამით ქალაქი მხოლოდ მოგებას ნახავს. დღევანდელი შეხვედრით დავასრულე ის შოუ, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დგამდნენ. მათ მოთმინება არ ეყოთ და სხდომიდან გაიპარნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენგან მძიმე პასუხებს მიიღებდნენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას შეხვედრა საკრებულოს დეპუტატებთან სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები