რაში სჭირდებოდა მუნიციპალურ დამკრძალავ ბიუროს სამეთვალყურეო საბჭო?! – ნარმანიამ ოპონენტები გააკრიტიკა

თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, მათი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები არსებულ ხელისუფლებას დააბრალონ.
შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა დღეს საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
ნარმანიამ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს მერიის მუნიციპალურ სამსახურებში სამეთვალყურეო სამსახურების შექმნა გაიხსენა და განაცხადა, რომ აღნიშნული საბჭოების ფუნქცია სრულიად გაუგებარი იყო. მისი შეფასებით, სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა თბილისის ბიუჯეტიდან ყოფილი მაღალჩინოსნების დაფინანსებას ისახავდა მიზნად.
“2013 წლიდან ყოფილი ხელისუფლების 50-დე აქტივისტი, ყოფილი პარლამენტარი და ასე შემდეგ გახდნენ სხვადასხვა მუნიციპალური კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
ბუნებრივია, ისმის კითხვა – რაში სჭირდებოდა მუნიციპალურ დამკრძალავ ბიუროს სამეთვალყურეო საბჭო და რას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებიც შპს “ჰერმესის“ სამეთალყურეო საბჭოში მუშაობდნენ და ამისთვის 2500 ლარს იღებდნენ ხელზე, რას აკეთებდნენ სამეთვალყურეო საბჭოები “თბილსერვისში“ “მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში“, შპს “სინათლის ქალაქში“ და ასე შემდეგ…
მინდა საზოგადოებამ იცოდეს – ნებისმიერი ასეთი რამ, რასაც თქვენ აკეთებდით და ცდილობთ, რომ დღეს ჩვენს ხელისუფლებას დააბრალოთ, არის თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომების გადაფარვის ინსტრუმენტი და სხვა არაფერი“,- მიმართა ნარმანიამ ოპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები