გიორგი ალიბეგაშვილი: თქვენ დაარღვიეთ კანონი და სწორედ ამიტომ მოახდინა დაცვამ რეაგირება

თბილისის საკრებულოს სხდომზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გაესაუბრა.
”თუ ვერ მიიღებთ შესაბამის პასუხს, მეორედ გაიმეორეთ კითხვა. არ შეიძლება პროვოკაცია. ეს არის საკრებულო. პატივი უნდა სცეთ მოქალაქეებს და აცალოთ ინფორმაციის მიღება. თქვენ დაარღვიეთ კანონი და სწორედ ამიტომ მოახდინა დაცვამ რეაგირება”, – მიმართა ალიბეგაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე შეიჭრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორის ერთი ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ”პროვოკაციას საკრებულოს სხდომაზე”.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლების ხმაურით შესვლა იყო. აქციის მონაწილეთა პლაკატებით გამოჩენას სხდომათა დარბაზში არეულობა მოჰყვა, რის გამოც თბილისის მერი იძულებული გახდა, ანგარიში შეეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები