ხმაური საკრებულოს სხდომაზე – დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს (ვიდეო)

დედაქალაქის მერს – დავით ნარმანიას საკრებულოში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. საკრებულოს შენობაში ზედა იარუსზე „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები ნარმანიას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას სთხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათთან საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიმშივიდისკენ მოუწოდა. დედაქალაქის მერი საკრებულოში თბილისის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები