საგადასახადო სამართალდარღვევის 587 ფაქტი გამოვლინდა

9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 587 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 5742 გადამხდელი, რის შედეგადაც დააფიქსირეს შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 57 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 73 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 457 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები