აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე 10:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც ”კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის ქუჩისა და ”გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიას.
მერიის განმარტებით, არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოძრაობა 48 საათის შემდეგ აღდგება.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები