ირაკლი სესიაშვილი: ეს საქმე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიბეს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„ინფო 9“-სთან საუბრისას სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულები საკუთარი სიმართლის ძებნას ზემო ინსტანციაში გააგრძელებენ.

„იმედი მაქვს, რომ ისინი ყველა საშუალებას გამოიყენებენ და თავისი სიმართლის ძებნას ზემოთ ინსტანციაში გააგრძელებენ. ვერ გეტყვით, ამ ადამიანებს ბრალი მიუძღვით თუ არა, რადგან ვერც ადვოკატი ვიქნები, ვერც პროკურორი და ვერც მოსამართლე. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. თითოეული ჯარისკაცი და ოფიცერი ის ადამიანები არიან, ვინც ქვეყანას ემსახურებიან და ვისურვებდი, რომ მათი ბრალეულობა არ დამტკიცდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო“, – ამბობს სესიაშვილი.
სესიაშვილი 21 მაისს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაგეგმილ აქციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი პირველივე დღიდან პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
„ეს საქმე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიბეს. მჯერა, რომ ამ ადამიანებს გულწრფელად თანაუგრძნობენ და მათ გულწრფელობას პროტესტი ემთხვევა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება, რაც პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები