გიორგი მარგველაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონს ეწვევა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მრგველაშვილი 17 მაისს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს, კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, რის შემდეგაც კადეტების შეკითხვებს უპასუხებს. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილი „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება და სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გელათის აკადემიას დაათვალიერებს, ქუთაისის აკაკი წერთლის სახემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოსის გამოფენას დაათვალიერებს. საღამოს კი, ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დაესწრება.