თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საკითხს შეისწავლის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საკითხს შეისწავლის. აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,საკითხის შესწავლა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დევალა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები