იტალიელმა მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონეს

იტალიელმა მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის გენური თერაპიის ახალი მეთოდი გამოიგონეს. ცდებმა ცხადყო, რომ იტალიის ქალაქ ტრიესტის მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდი შეიძლება ძალზე ეფექტური აღმოჩნდეს, ვინაიდან ტვინის სიმსივნის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხშირად შეუძლებელია.
როგორც მეცნიერმა ანტონელო მალამაციმ დაადგინა, Emx2-ის გენი ადამიანის ემბრიონის განვითარების გარკვეულ სტადიებზე ძალზე აქტიურია და ტვინში ნეირონების ფორმირებას ხელს უწყობს, ხოლო მომავალში ის „ითიშება“. ამის შემდეგ ნეირონების ფორმირების პროცესი ნელდება, ხოლო იწყება ასტროციტების ფორმირება, რომელთა მეშვეობით უკევ არსერბული ნეირონები იკვებება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Emx2-ის გენის ხელოვნურად აქტივაციის შემთხვევაში ის არა მარტო ასტროციტების ფორმირებს შეაჩერებს, არამედ მისი მსგავსი სისმივნის უჯრედების განვითარებასაც შეაფერხებს. გენეტიკოსებმა დაადგინეს დნმ-ის არეალი, რომელიც მხოლოდ დაავადებულ უჯრედებში მისი გააქტიურების საშუალებას იძლევა, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება. ახალი კვლევები ჟურნალ Oncotarget-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები