ლევან ვასაძე: ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში

ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში, – ამის შესახებ დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც ის ოჯახის მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს.
“რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით, თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი. მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად”, – განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას არასამთავრობოებიც გააკრიტიკა.
“არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც პროპაგანდისა და დასაქმების მეშვეობით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ განათლებისა და დასაქმების ალტერნატიული წყაროები, 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული სული” – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ფილარმონიაში მიმდინარე ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები