ირაკლი ალასანიას პარტია საპროტესტო აქციებს აანონსებს

„თავისუფალი დემოკრატები“ 21 მაისს პროკურატურის შენობასთან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით, ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის ჩვეულებრივ დღის წესრიგს ცვლის. დღეს, ხვალ, ზეგ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინფორმირებას გავუწეთ ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს. მაგრამ რაც მთვარია, შაბათს 21 მაისს, 14,00 საათზე, საპროტესტო აქციას გავმართავთ პროკურტურასთან. ეს იქნება პირველი აქცია და ამას ექნება გამაფრთხილებელი ხასიათი“, – განაცხადა ალასანიამ.
როგორც მან აღნიშნა, ვიდრე პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით.
ირაკლი ალასანიას თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს, ხვალ, ზეგ შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან.
„მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინფორმირებას გავუწევთ ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს“, -თქვა მან.
ირაკლი ალასანიას თქმით, დღეიდან პარტია გადადის საგანგებო მოქმედების რეჟიმზე, მაგრამ პარტია არ გადაუხვევს არჩევნების გზას.
“სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს საზოგადოებასთან, ჩვენს ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას”,-აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები