თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი დღეს იწყება

დღეს, 18:00 საათზე, თბილისში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს მეორედ იმართება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
თბილისის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოწვეულნი არიან ისეთი ცნობილი ავტორები, როგორიცაა: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, დიმიტრი ბიკოვი, იური ანდრუხოვიჩი, ტადეუშ დაბროვსკი, სერხიო ბადილია კასტილიო, ლუდვიგ ლაჰერი, იასუჰირო იოცუმოტო და სხვები, სულ 19 სტუმარი 16 ქვეყნიდან.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, ლექციებს, წიგნების პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს და ასევე, ღონისძიებებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 21 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები