მეწარმეობის განვითარების სააგენტო ორდღიან სასწავლო კურსს უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში, 16-17 მაისს ორდღიან სასწავლო კურსს უმასპინძლებს.
კურსის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებულია დამსწრე აუდიტორიისთვის ფრანჩაიზინგზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება, უკვე არსებული საერთაშორისო ბრენდების მაგალითების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიის ნაწილში ასევე შესაძლებელი იქნება მოცემული სფეროს პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება.
ამასთანავე, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ქართული ბაზრის პერსპექტივებსა და სამომავლოდ ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე.
კურსის დასრულების შემდეგ, 18 მაისს, პროგრამის ექსპერტი შეხვედრას გამართავს იმ 20 კომპანიასთან, რომლებსაც სურთ საქართველოში ფრანჩაიზის მიმღებნი იყვნენ. დაგეგმილია ექსპერტის მიერ სათანადო პროფესიული რჩევების გაცემა და ბიზნესგეგმების შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები