არჩილ თალაკვაძე: დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა

არანაირი დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა
“კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიზისს ვერ ვხედავთ. ყველა მნიშვნელოვანი დანაშაული, რომელსაც აქვს თუნდაც პრეცედენტული ძალა – არის დროულად გახსნილი. მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ პოლიცია ეფექტურად მუშაობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დინამიკას თუ გადავხედავთ, არის დანაშაულის შემცირების ტენდენცია. გაზრდილია მხოლოდ კიბერდანაშაული, რაც კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ტენდენციებს და ელექტრონული სისტემების გაფართოებულ მოხმარებას უკავშირდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შსს უახლოეს მომავალში ახალ კამპანიას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები