არჩილ თალაკვაძე: 17 მაისს პოლიციელები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ

„შს სამინისტროს ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის 17 მაისს აქციის გასამართად ”არანაირი ლოკაციები” არ შეუთავაზებია“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მან ღონისძიების სავარაუდო ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. თალაკვაძის ინფორმაციით, აქციის შემთხვევაში პოლიციელები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებდნენ.
”უბრალოდ ვუთხარით, რომ თუკი ღონისძიებას გამართავდნენ იქ, სადაც შარშან გაიმართა, პოლიცია თავის ფუნქციებს შეასრულებს უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება გარანტიებს, გარანტიებს იძლევა არა რომელიმე პოლიციელი, მათ შორის მე, არამედ კანონმდებლობა. პოლიცია მოქმედებს და იცავს ამ კანონმდებლობას, ყველას გახსოვთ, რომ შარშან ეს ღონისძიებები სამ ადგილას გაიმართა და უსაფრთხოება სრულად იყო დაცული. ამ მხრივ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე არანაირი გარე უბნის შეთავაზება არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები