დავით ნარმანია ხვალ თბილისის საკრებულოში საზოგადოებას საინტერესო მოხსენებას ჰპირდება

საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხვალ მოხსენებით წარდგება. თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგი ხვალ, თბილისის საკრებულოში საზოგადოებას საინტერესო მოხსენებას ჰპირდება.
„ხვალ გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა საუბრისას არ დააკონკრეტა, რა საკითხებზე ექნება მას საუბარი თავის მოხსენებაში. საკრებულოს უმცირესობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან განმარტებებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის, ასევე 29 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის და სხვა საკითხებზე ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები