“ნაციონალური მოძრაობა” დღეს საარჩევნო სიის პრეზენტაციას გამართავს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ადასტურებენ, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის ლიდერებმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” საარჩევნო სიის პირველი ათეულის შემადგენლობაში შემავალ სხვა პირებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ პარტია სიის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
პრესკონფერენცია, რომელზეც საარჩევნო სიის პრეზენტაცია მოხდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” სიის საკითხზე გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. პარტიის სიის სავარაუდო ათეული ცნობილია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სიის პირველი ათეულის ასე გამოიყურება : 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე და 10. სერგო რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები