ირაკლი ალასანია: სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი,- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამცოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არიან ჩართულნი სასამართლო საქმეებში, რაც დღესაც გამოჩნდა.

„სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან“,- აღნიშნა იარაკლი ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი. საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები