როგორ ცდილობდნენ უცხოელები სცენაზე ნანახი ქართული ცეკვის გამეორებას – რას ყვება ქართველი მოცეკვავე

მაროკოში MAWAZIE FESTIVAL- ი ჩატარდა, სადაც “fire of anatolia” იყო მიწვეული. პოპულარულ ანსამბლში ქართველი მოცეკვავეებიც ცეკვავენ და ქართულ ცეკვებს უწევენ პოპულარიზაციას.
“კვირა” ანსამბლის სოლისტს მანუჩარ ხუბულავას ესაუბრა, რომელმაც ფესტივალს საინტერესო და წარმატებული უწოდა.

“ამ ფესტივალს განსაკუთრებულად გამოვყოფდი, რადგან, ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს ვარსკვლავები: მერაია ქერი, ლენი კრავიტსი, ჯიმი ფილიპი, “სკორპიონსი”, “შაკირა”… კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა და მაყურებლის რაოდენობა 20 000-სს აღემატებოდა. საოცარი მუხტი, მივიღეთ მაყურებლისგან. ჩვენთვის წინასწარ იყო ცნობილი ფესტივლის მასშტაბურობა და გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქართული ნომერი უნდა ყოფილიყო სხვა დანარჩენი კონცერტებისგან ერთგვარად განსხვავებული. ამიტომ მომიწია ძალიან დიდი როგორც ფიზიკური ასევე ინტელექტუალური შრომის გაღება, რათა მაყურებელზე მაქსიმალური ეფექტი მოგვეხდინა. გამოვიყენე სრული იმპროვიზაციული რესურსი, გადავაკეთე ცეკვა და ჩავსვი ტექნიკურად რთული, მაგრამ ეფექტური ილეთები და მოძრაობები. ეს იყო ჩემგან გაწეული ერთგვარი რისკიც და მინდა სრული სიამაყით განვაცხადო, რომ ამ რისკმა გაამართლა. საოცარი გრძნობაა, როდესაც სრულიად უცნობი მაყურებლის წინაშე წარსდგები ღირსეულად. გააცნობ შენი ქვეყნის კულტურას და რაც ყველაზე მთავარია, მოაწონებ და დაამახსოვრებ თავს პრფესიონალად.
გარდა იმისა, რომ ქართულმა ცეკვამ გამოიწვია სასიამოვნო ემოცია და გაოცება, კულისებში გასვლისას შევამჩნიე, რომ რამდენიმე უცხოელი მონაწილე ცდილობდა სცენაზე ნანახის გამეორებას. ზოგადად არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი და ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვახდენ ფაქტის კონსტანტირებას”, – აღნიშნა მანუჩარ ხუბულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები