“ალასანიას ადგილზე, რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის დღეს აკეთებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ექსმინისტრზე ირაკლი ალასანიაზე ისაუბრა.
როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პრემიერმა აღნიშნა, ალასანიას ადგილზე ის უფრო თავშეკავებულ შეფასებებს გააკეთებდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე როგორც მოიქცეოდა, შეელეოდა თუ არა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ყველას თავისი სტილი აქვს”.
”მე, ალბათ, შეფასებებისგან თავს შევიკავებდი. ღიად გეუბნებით, რომ ასეთი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ალასანიას ადგილზეც, რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის დღეს აკეთებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები