“მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებში ”ქართული ოცნების” მხარდაჭერას აპირებს და სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. შესაბამისი კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.
“როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები